აღწერა: მხიარულს და მამაც თაგუნას პერეს არაჩვეულებრივი სამუშაო აქვს. ის –
კბილის ფერიაა. პერესი მიდის პატარებთან ღამღამობით, ამოვარდნილი რძის
კბილების წასაღებად, რომლებსაც ბავშვები ბალიშის ქვეშ ინახავენ, და
სანაცვლოდ კი ხურდა ფულს ტოვებს. ეს კბილები პერის ოქროსმჭედელთა
ფაბრიკაში მიაქვს, სადაც მათგან ლამაზ ბრწყინავ მძივებს აკეთებენ. მაგრამ
ერთხელაც მორიგი გასეირნება არაჩვეულებრივ და სახიფათო თავგადასავლად
მოტრიალდება. პერესს ბოროტმოქმედები გაიტაცებენ და ყველაფერი ძალიან ცუდათ
დამთავრდებოდა, რომ არა ლუსი. კეთილი და მამაცი გოგონა თავის ბიძაშვილთან
რამიროსთან ერთად ნამდვილ სამაშველო ოპერაციას განახორციელებს პერესის
გადასარჩენად და ბოროტმოქმედებების დასასჯელად. მათ არაჩვეულებრივი
თავგადასავლები ელით!
აღწერა: რობოტი ვალლ'ი წლიდან წლამდე შრომობს გაცარიელებულ დედამიწაზე, რომელიც
ადამიანებმა დატოვეს, თვითონ კი კოსმოსში გაფრინდნენ. მას ვერც კი
წარმოუდგენია, რომ ძალიან მალე დაუჯერებელი მოვლენები დატრიალდება,
რომლების შემდეგ ის შეხვდება მეგობრებს, აფრინდება ვარსკვლავებთან და
შეძლებს თავისი ყოფილი პატრონების ცხოვრების გაუმჯობესებას, რომლებმაც სულ
დაივიწყეს მშობლიური დედამიწა.
აღწერა: წყნარ მშვიდ ტყეში სადაც მხოლოდ არამტაცებელი ცხოველები
ბინადრობენ იხსნება ნადირობის სეზონი. ამ დროს კი ცხოველები
მოილაპარაკებენ რომ გაერთიანდნენ მონადირეების წინააღმდეგ და არ მისცენ
საშუალება ცხოველთა განადგურების . . .
აღწერა: სუპერგმირების ოჯახი, რომლის წევრებიც უკვე დიდი ხანია ჩამოშორდნენ "დიდ"
საქმეებს და ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხივრობენ. მაგრამ, ერთ მშვენიერ
დღეს მამას და მისი ოჯახის წევრებს კვლავ უხდებათ რეზინის ელასტიური
კოსტუმის ჩაცმა, მაგრამ ამისათვის გახდომაა საჭირო! ისინი უნდა შეებრძოლონ
საოდუმლო ბოროტმოქმედს, რომელიც ჯერ არც კი იციან თუ ვინ არის...
აღწერა: მშვიდობის ველის და მთელი მისი ბინადრების გადარჩენა დაუმარცხებელი და
დაუნდობელი მასტერ ტაი ლუნგისგან ევალება მებრძოლ დრაკონს, ამორჩეულს
საუკეთესოებიდან საუკეთესოს, ვინც გახდება... მოუხერხებელი, ზანტი და
მუდამ მშიერი პანდა პო. მას მოუწევს გრძელი გზა კუნგ–ფუს დაუფლების
მწვერვალამდე ლეგენდარულ მებრძოლებთან ერთად.
აღწერა: ნახევარქათამას ზემოდან ჩამოვარდნილი რკო, ცის
ნაჭერი ეგონა... ახლა ის ატეხილი პანიკის გამო დაკარგული რეპუტაციის
აღდგენიას ცდილობს, მაგრამ ამ დროს მას თავზე ნამდვილი ცის ნაგლეჯი
ეცემა...